"დაპირისპირება დასრულებულია" - კრიშტიანუ მესისთან ურთიერთობაზე
ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ დიდი ხნის განმავლობაში ფეხბურთის მწვერვალზე იდგნენ. უკვე წლებია, რაც გულშემატკივრები, ექსპერტები და მოთამაშეებიც დაობენ თუ ვინ არის საუკეთესო, თუმცა, საერთო აზრი არასდროს არსებობს. ლეოსა და კრიშტიანუს სიდიადეზე, მათ მიერ მოგებული ჯილდოებიც მეტყველებს. ამ ორ ფეხბურთელს ერთად 12 ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მიუხედავად იმისა, რომ აქედან 7 მესის ეკუთვნის, საუკეთესოობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პორტუგალიის ნაკრების პრესკონფერენციაზე რონალდუს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. 38 წლის თავდამსხმელმა კი ასე პასუხი გასცა:
დაპირისპირება დასრულებულია. ეს იყო დიდი და ჯანსაღი კონკურენცია, რომლითაც გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო. ვისაც კრიშტიანუ რონალდუ უყვარს აუცილებელი არ არის მესი სძულდეს, ან პირიქით. მათ ფეხბურთის ისტორია შეცვალეს და ამის გაკეთებას განაგრძობენ.
ჩვენ პატივს გვცემენ მთელ მსოფლიოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ევროპის გარეთ თამაშის მიუხედავად, ორივენი საკუთარ გზას განვაგრძობთ. ჩვენ 15 წელი ვიზიარებდით სცენას. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, რადგან მასთან არასდროს მივახშმია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთს“. -
Cristiano Ronaldo says the rivalry with Messi is over ❌ pic.twitter.com/MVrkkBvPaL
— ESPN FC (@ESPNFC) September 6, 2023
როგორც უკვე იცით, გასულ წელს ორივე ფეხბურთელმა დატოვა ევროპა. კრიშტიანუ საუდის არაბეთში, ხოლო ლეო აშშ-ში აოცებს გულშემატკივრებს საკუთარი შესაძლებლობებით.