ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' გულშემატკივრებმა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
ქართველმა ფეხბურთელმა გასულ თვეში სერია A-ში ჩატარებულ 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ,,პარტენოპეიმ'' კი 3-დან 2 მატჩში იმარჯვა.
იტალიის ჩემპიონატის 3 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.
ანტონიო კონტეს გუნდი მომავალ მატჩს კვირას, 15 სექტემბერს, ,,კალიარისთან'' სტუმრად გამართავს.