Belive

კევინ დე ბრუინე დიდი ალბათობით ნაპოლის ამ ზამთარშივე დატოვებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლის ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინე იტალიური გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა და შესაძლოა, ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოხდეს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი მზადაა, 35 წლის ბელგიელი ნახევარმცველი 7 მილიონ ევროდ გაასხვისოს. მათი ცნობით, ეს განპირობებულია ფეხბურთელის დაძაბული ურთიერთობით თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელთან.

ფეხბურთელისადმი ინტერესს უკვე იჩენს პსვ. თავად ფეხბურთელს, როგორც ამბობენ, ჰოლანდიური კლუბის პროექტი იზიდავს, მაგრამ ეინდჰოვენის გუნდი ნეაპოლელებს 2 მილიონს სთავაზობს. ნიდერლანდურმა კლუბმა ფეხბურთელის შეძენის მიზნით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, თუმცა მათი შეთავაზება ნაპოლის მოლოდინს ჩამორჩება.

ბელგიელ ფეხბურთელს კონტრაქტი ივნისში ეწურება, თუმცა იტალიურ კლუბს მისი გახანგრძლივების შესაძლებლობა აქვს.

სხვა სტატიები