Belive

ხვიჩა კვარაცხელია ლაციოსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-3 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლაციოს'' უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მატჩს პირველივე წუთიდან პირველად დაიწყებს.

კვარამ წინა ტურში, ,,სასუოლოსთან'' მოგებულ შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ნაპოლის'' ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მერეტი - ოლივერა, რაჰმანი, ჟესუსი, დი ლორენცო, ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

2 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,ლაციო'' კი ჯერჯერობით უქულოდაა და ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.

 

სხვა სტატიები