Belive

ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაშია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში ნაპოლი სტუმრად იუვენტუსთან ითამაშებს. ამ მომენტისთვის, იუვენტუსი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან ინტერს 2 ქულით ჩამორჩება. ნაპოლის კი 24 ქულა აქვს და მე-4 ადგილს რომასთან იყოფს.

ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ტურინელებს პირველივე წუთიდან შეუტევს.

ნეაპოლელების ძირითადი შემადგენლობა იუვენტუსთან მატჩისთვის:

1. მერეტი
22. დი ლორენცო
13. რაჰმანი
5. ჟესუსი
3. ნათანი
99. ანგისა
68. ლობოტკა
20. ჟელინსკი
21. პოლიტანო
9. ოსიმენი
77. კვარაცხელია


სხვა სტატიები