მატეო ლაოსი: "ასეთი თერთმეტმეტრიანები ჩემპიონთა ლიგაზე არ იდება და ეს მომწონს..."
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, ხავის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩში ერთი ძალიან საკამათო მომენტი იყო, როდესაც "ბარსელონას" 17 წლის მცველმა - პუ კუბარსმა ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თამაში მეკარეს საკუთარი კარიდან განეახლებინა და მომენტი VAR-მაც არ გადაამოწმა.
ამ ფაქტის შესახებ, ლეგენდარულმა ესპანელმა მსაჯმა - მატეო ლაოსმა განმარტება გააკეთა და საკამათო მომენტზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"კუბარსის მიერ ოსიმენზე დაჯარიმება შეიძლება ყოფილიყო თერთმეტმეტრიანი, ასეთ პენალტებს ესპანეთის ჩემპიონატში დანიშნავდნენ, თუმცა ასეთი მომენტები არ ინიშნება ჩემპიონთა ლიგაზე. სწორედ ეს არის ის ფაქტი, თუ რატომ არის ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული და საუკეთესო ჩემპიონატი.
იმედი მაქვს, რომ ესპანეთშიც ისწავლიან მსაჯები, რომ ასეთი თერთმეტმეტრიანები არ დაინიშნოს..." - მატეო ლაოსი
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა და ახლა სრულიად კონცენტრირებული სერია A-ზე იქნება. მათი მთავარი მიზანია, რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვონ.