Belive

ხვიჩა კვარაცხელია GLOBE SOCCER AWARDS 2023-ის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

GLOBE SOCCER AWARDS 2023-ის ფინალისტთა საბოლოო სიიდან ხვიჩა კვარაცხელია ამოიღეს, ნაპოლის შემადგენლობიდან ამ ჯილდოს მოპოვების შანსი ვიქტორ ოსიმენს აქვს. Globe Soccer Awards-მა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევი გაფართოებულ სიაში ნოემბერში შეიყვანა. პრეტენდენტთა 11-კაცამდე შემცირებამ კი ის გამოიწვია, რომ სიაში ვეღარ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჰარი კეინი, ლუკა მოდრიჩი და ანტუან გრიზმანი არიან.

Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ქარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (პსჟ), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), კრიშტიანო რონალდო (ალ ნასრი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი). 2023 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონია მომავალი წლის 19 იანვარს, დუბაიში გაიმართება. 

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე მე-17 ადგილზე გავიდა. 2022 წელს GLOBE SOCCER AWARDS-ის ჯილდო ქარიმ ბენზემამ მიიღო.

სხვა სტატიები