ისევ ერთად? კვარას შესახებ მოლაპარაკებებზე ოსიმენიც ახსენეს
იტალიური მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც "პსჟ'-სა და "ნაპოლის" წარმომადგენლები ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ათანხმებდნენ, ფრანგებმა ვიქტორ ოსიმენის შეძენის ინიციავიტაც გამოიჩინეს. ნიგერიელის შემთხვევაში, პარიზელები ტრანსფერის ზაფხულში განხორციელებას აპირებენ.
გასული წლის ზაფხულში, პსჟ-ს ორმაგი შეთავაზების მიხედვით, ნაპოლი კვარასა და ოსიმენში 200 მილიონს აიღებდა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა ეს წინადადება უარყო, რადგან მათში გაცილებით მეტის მიღება სურდა. ახლა ნაპოლის პრეზიდენტი ორივეში ერთად 150 მილიონზეც თანახმაა, რაც რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შეცდომაა, თუმცა საერთო ჯამში, ნაპოლი დიდ მოგებას ნახავს. ცნობილია, რომ პსჟ კვარაში 70 მილიონს იხდის, ასე რომ, ისინი ოსიმენის დამატებას 80 მილიონ ევროდ განიხილავენ.
calcionapoli-ის ინფორმაციით, პარიზელთა წინადადება მისაღებია ოსიმენისთვისაც და ნაპოლისთვისაც. 2025 წლის ზაფხულში, შესაძლოა, "იტალიის ჩემპიონი" დუეტი საფრანგეთში ვიხილოთ.