Belive

საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-მა 2025/26 წლების საფეხბურთო სეზონის კალენდარი გააოფიციალურა. ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, პსჟ პირველ შეხვედრას 17 აგვისტოს გამართავს, პარიზელები საკუთარ მოოედანზე ნანტს მიიღებენ.

კალენდარი ისეა შედგენილი, რომ გათვალისწინებულია ლიონის ყველა თამაშიც, თუმცა გუნდს მეორე დივიზიონში დაქვეითების განაჩენი გამოუტანეს. სანამ ლიონს აპელაციისა და ამაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, გუნდი ახალი სეზონის კალენდარში დარჩება.

2025/26 წლების სეზონში გვიბრუნდება პარიზული დერბიც - პარიზი ლიგა 2-დან მეორე ადგილით ამოვიდა.

პსჟ-ს კალენდარი 2025/26 წლების ლიგა 1-ის სეზონისთვის:

სხვა სტატიები