ლუის ენრიკე: ,,ბრესტის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია''
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,ბრესტთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ბრესტის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მათ რამდენიმე გოლის გატანა ძალიან სწრაფად შეუძლიათ. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში. შეიძლება, ფავორიტები ვართ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ფეხბურთი ყოველთვის არ აჯილდოებს მას, ვინც უკეთ თამაშობს.
ვართ თუ არა დაცულები ზედმეტი თავდაჯერებულობისგან? ხვალ არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მატჩისა და ამ ტურნირის მნიშვნელობას კარგად ვაცნობიერებთ. ბრესტს სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლია, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ იმას მივიღებთ, რასაც ვიმსახურებთ.
ბრესტის მწვრთნელმა თქვა, რომ გუნდურ თამაშში პსჟ რეალზე უკეთესია? ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
დეზირე დუე? ფეხბურთი გუნდური სპორტია, ერთ მოთამაშეზე ფოკუსირების ნაცვლად, ყველაფერი ერთად უნდა გავაუმჯობესოთ. გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ასევე კარგ ფორმაში არიან.
დემბელე? მე ყოველთვის ვიყავი ტექნიკური ფეხბურთელების გულშემატკივარი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყურადღება მათზეც უნდა გავამახვილოთ, ვინც მას პასებით ამარაგებენ - ნუნო მენდეშზე, კვარაცხელიაზე, ბარკოლაზე, რამოშზე, ლიზე, დუეზე... რა თქმა უნდა, უსმანის ფანტასტიკური შესაძლელობების შესახებ ვიცით.'' - ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ბრესტს'' ესტუმრება. მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.
🎙️ Luis Enrique: "The matches against Brest are always difficult. They are a complex team to play against." #SB29PSG I @ChampionsLeague https://t.co/bID0fxAUiD pic.twitter.com/DmLNtuqOio
— Paris Saint-Germain (@PSG_English) February 10, 2025