Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ძალიან კარგია, რომ წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვაარცხელიამ 2021 წელი შეაჯამა.
"დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს. ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს, ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
უზბეკეთის წინაააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მატჩის 41-ე წუთზე, დავით ვოლკოვმა, ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ მოახერხა.

სხვა სტატიები