Belive

კვარაცხელია: ,,მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო? ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელია, ატალანტასთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,მოგებით ბედნიერი ვარ... ატალანტა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ, ვფიქრობ, დღევანდელი თამაში ჩვენი იყო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო? ეს შესანიშნავია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ.

რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა? წინ არაერთი კარგი შეხვედრა გველის, ნაწილობრივ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით. ვიცით, რომ ამ ტურნირის მოსაგებად საუკეთესო გუნდებს უნდა დაუპირისპირდე. ვეცდებით მაქსიმალური გავაკეთოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.'' - ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა ატალანტას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა.

პსჟ მომავალ შეხვედრას კვირას, 21 სექტემბერს, მარსელის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები