Belive

'ჩვენ გვინდა, რომ ამ ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ" - ხვიჩა კვარაცხელია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის დაწყებამდე ერთი დღე დარჩა. გერმანიაში გასამართ ტურნირზე პირველ შეხვედრას სწორედ გერმანია გამართავს, რომლის მეტოქეც შოტლანდია იქნება.

აღნიშნული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულია, რადგან ისტორიაში პირველად საქართველო დიდ ტურნირზე ითამაშებს. მოლოდინები საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები ვართ და ყველა მთავარ აუთსაიდერებად მიგვიჩნევენ, ხვიჩა კვარაცხელია საბრძოლო განწყობით არის.

საქართველოს ნაკრების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

პირველ რიგში, ქართველი გულშემატკივრისთვის და ფეხბურთელისთვის ამ ტურნირზე მოხვედრა ძალიან დიდი ოცნება იყო. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენი ქვეყნისთვის თამაშობ. როცა ამას მივაღწიეთ ეს ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. დანამდვილებით გეტყვით, რომ ამ ჩემპიონატზე უბრალოდ დასასწრებად არ ჩამოვსულვართ. გვინდა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 18 ივნისს 20:00 საათზე არის ჩანიშნული. საქართველო შემდეგი შეხვედრები ჩეხეთის და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩები 22 და 26 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები