Belive

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური გათამაშებები დასრულებულია. ოთხივე ნახევარფინალური კლუბი ცნობილია, ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში მილანური დერბი შედგება, მეორე წყვილი კი მადრიდის "რეალი" და "სიტი" იქნებიან.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ "Sofascore"-მ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, კვირის საუკეთესო XI-ეული გამოაქვეყნა. სადაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებით, სიმბოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი (Sofascore-ს მიხედვით)

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ორივე მატჩის ჯამში 2:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

წინ ჩემპიონთა ლიგის დიდი ნახევარფინალური დაპირისპირებები გველოდება.

სხვა სტატიები