ჯუდ ბელინგემი: "ეს სამყაროს დასასრული არ არის, კარგი ატმოსფერო უნდა შევინარჩუნოთ"
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, განასთან უგოლოდ ნათამაშები ფრის შემდეგ საუბრობს და ამბობს, რომ გულშემატკივარს იმედგაცრუების საფუძველი არ აქვს.
"ჩვენ მხოლოდ ევროპულ ან იმ ნაკრებებთან არ მოგვიწევს თამაში, რომლებსაც მიჩვეულები ვართ.
საოცარია, როდესაც ასე ადრეულ ეტაპზევე შეგიძლია ეთამაშო აფრიკიდან წამოსულ ძლიერ მეტოქეს, რომელიც სრულიად განსხვავებულ საფრთხეებს გიქმნის და ეს დღეს თქვენც ნახეთ.
მათი დაცვის გატეხვა რთული გამოდგა. ისინი განსაკუთრებულად კარგად თამაშობდნენ კონტრშეტევების დროს. როდესაც წინ მივდიოდით, ისინი ყოველთვის გვინარჩუნებდნენ შიშის იმ პატარა განცდას.
თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის სილამაზე ნაწილობრივ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გიწევს ისეთ გუნდებთან, ფეხბურთელებთან და თამაშის სტილთან დაპირისპირება, რომლებსაც, როგორც წესი, სხვა დროს ვერ ხვდები. ეს ნამდვილად გამოგვადგება ტურნირის მომდევნო ეტაპებზე.
ქულების დაკარგვა ძალიან დასანანია. მეორე თამაშის ციებ-ცხელება. მგონია, რომ ჩვენთან ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.
ყველა ტურნირზე, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი და იგივე მეორდება: დასაწყისში ნორმალური თამაში და კარგი გამარჯვება, მეორე მატჩში კი მცირე იმედგაცრუება იმის გამო, თუ როგორ დაიცვეს მათ თავი და როგორ განლაგდნენ მოედანზე.
მადლობა მათ. მათ ზუსტად ის მიიღეს თამაშიდან, რისთვისაც იბრძოდნენ. ჩვენ ვერ შევძელით მათი დაცვის გატეხვა, მიუხედავად უამრავი კუთხურისა, ბურთის ფლობისა და შორიდან დარტყმებისა.
არანაირი სანერვიულო, სტრესი თუ დრამა გასახდელში არ არის. 4 ქულა გვაქვს და ეს კარგ პოზიციაში გვაყენებს. ჩემი სათქმელი მხოლოდ ის იყო, რომ პოზიტიურები დავრჩეთ და ის კარგი ატმოსფერო შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს. ეს სამყაროს დასასრული ნამდვილად არ არის", - ამბობს ჯუდ ბელინგემი.
ინგლისის ნაკრები 4 ქულით L ჯგუფს ლიდერობს და შემდეგ ტურში, 27 ივნისს, პანამას უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.