სპალეტი: "კვარა უმაღლესი კლასის მქონე, მგრძნობიარე ბიჭია"
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელი და ამჟამად იტალიის ნაკრების თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი ტელეკომპანია RAI-ს სტუმარი იყო, სადაც რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
კითხვა კვარას ამჟამინდელ ფორმას შეეხებოდა - რატომ არ არის ხვიჩა ისეთივე ეფექტური, როგორც საჩემპიონო სეზონში, როცა მას სპალეტი წრთვნიდა? იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი ქართველის ხასიათს გაუსვა და აღნიშნა, რომ კვარაცხელიას სიმტკიცის შენარჩუნება მართებს.
კვარა ძალიან ძლიერი, თუმცა მგრძნობიარე ბიჭია, ამიტომ საჭიროა მტკიცე ხასიათი შეინარჩუნოს. ტექნიკურად ის ძალიან მაღლა დგას და უსაზღვრო კლასი აქვს. უმჯობესი იქნებოდა, მინდორზე პაუზები ხშირად აიღოს, რადგან როცა მოძრაობას იწყებს, მისი შეჩერება შეუძლებელია - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ
სპალეტი ხვიჩას 2022/2023 წლების სეზონში წვრთნიდა. ბათუმის "დინამოდან" იტალიაში ჩასული კვარასთვის ეს სადებიუტო სეზონი იყო და "ნაპოლის" სკუდეტო მოაგებინა, თავად კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.