ხავიმ ბარსელონასთვის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ თავისი გუნდისთვის პოტენციურად ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.
შეკითხვაზე, თუ რომელი გუნდის წინააღმდეგ თამაშში უჭირს მის გუნდს ყველაზე მეტად, ესპანელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: "რეალი" და "ბაიერნი" ყოველთვის ძალიან რთული მეტოქეები არიან, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე რთული მილანის "ინტერთან" დაპირისპირება იყო. მათ ჩვენს წინააღმდეგ 5-3-2 ფორმაცია ძალიან კარგად გამოიყენეს.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, ძალიან გაგვიჭირდა რაშფორდის, ვინისიუსისა და ბენზემას წინააღმდეგ". - თქვა 43 წლის სპეციალისტმა.
"ბარსელონას" ლა ლიგაში 8 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს დაგროვებული, მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ მადრიდის "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება.