ესპანური მედია: ,,დომენეკი მამარდაშვილი არ არის''
ლა ლიგის 33-ე ტურში კატალონიის ,,ბარსელონამ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმის მიწურულს, როცა ,,ღამურები'' 2:1-ს იგებდნენ, მსაჯმა მოედნიდან გიორგი მამარდაშვილი გააძევა, რომლის ნაცვლად მატჩში სათადარიგო მეკარე, ხაუმე დომენეკი ჩაერთო.
შეხვედრის შემდეგ, ესპანურმა As-მა ფეხბურთელების თამაში შეაფასა და სტატია ასე დაასათაურა: ,,ხაუმე დომენეკი მამარდაშვილი არ არის.''
,,გიორგი მამარდაშვილი - მოედნიდან პირველი ტაიმის დამატებით დროში გააძევეს. მანამდე შესანიშნავ თამაშს ატარებდა.
ხაუმე დომენეკი - მამარდაშვილის გაძევების შემდეგ გამოვიდა და კარგად ვერ ითამაშა. ბარსას მესამე და მეოთხე გოლების ეპიზოდში აშკარად ჩავარდა.''
- წერს ესპანური გამოცემა
33 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 47 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა და ევროტურნირების ზონას 2 ქულით ჩამორჩება.
გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 მაისს, ,,ალავესის'' წინააღმდეგ გამართავს.
👍👎 Aprobados y suspensos del Valencia: Jaume no es Mamardashvili
— Diario AS (@diarioas) April 29, 2024
✍️ @javi_teruel
🦇 Hugo Duro y Pepelu adelantaron al equipo que jugó con diez jugadores toda la segunda partehttps://t.co/AnM3VOWup2