Belive

ხავი: ,,ბარსელონას ბაიერნთან გამარჯვება შეუძლია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ბეტისთან'' მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ,,ბაიერნის'' დამარცხებაა:
,,ბარსელონას მიუნხენში ბაიერნთან გამარჯვება შეუძლია. ეს ჩვენი მიზანია. ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ არენაზე გვიწევს, მაგრამ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ,'' - ხავის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბარსელონა'' ,,ბაიერნს'' ესტუმრება. იმ შემთხვევაში თუ ,,ბენფიკა'' კიევის ,,დინამოს'' დაამარცხებს, კატალონიელები კი მიუნხენელებთან ვერ მოიგებენ, ხავის გუნდი მერვედფინალში ვერ გავა.

სხვა სტატიები