Belive

გიუნდოგანი, ბერნარდუ და ლაპორტი კვლავ ბარსელონას სამიზნეები არიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" სამი ფეხბურთელის დამატებას ფიქრობს.

ხავის სურს, რომ ისეთი მოთამაშეები შეიძინოს, რომლებიც ნახევარდაცვაში ბურთის კონტროლს შეძლებენ. პედრის არ ყოფნის პერიოდში ესპანელი სპეციალისტი გეგმავს, რომ ბერნარდუ სილვა და ილქაი გიუნდოგანი შეიძინოს. უკვე დიდი ხანია პრესაში იწერება, რომ ისინი მანჩესტერული კლუბის დატოვებას აპირებენ.

გარკვეული პერიოდის წინ, კატალონიელებმა გააკეთეს შეთავაზება პორტუგალიელის თაობაზე. თუმცა, გვარდიოლას განცხადებით, სერიოზული შეთავაზება "ბარსელონას" მხრიდან არ ყოფილა. ესპანელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ თუ ფეხბურთელი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს ამაში ხელს არ შეუშლის.

გიუნდოგანის "სიტიდან" წასვლა უფრო ადვილი საქმე ჩანს, რადგან გერმანელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილქაის ბიძა "ბარსას" ბაზაზე შენიშნეს. თუმცა, მატეუ ალემანიმ განაცხადა, რომ ის კრისტენსენთან მუშაობს და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კატალონიაში.

ხავი დაცვის ხაზის გაძლიერებასაც გეგმავს და აპირებს, რომ აემერიკ ლაპორტი დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგის სათავეში იმყოფება. ხავის გუნდს 62 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "რეალს" 9 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები