Belive

ზედიზედ მეთერთმეტედ - ბაიერნი ბუნდესლიგის ჩეპიონია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტური, საოცრად დრამატული გამოდგა. დღეს ჩემპიონობის შანსი ორ გუნდს - ,,დორტმუნდსა'' და მიუნხენის ,,ბაიერნს'' ჰქონდათ.

,,რეკორდმაისტერმა'' სტუმრად ,,კიოლნი'' 2:1 დაამარცხა, ,,ბორუსიამ'' კი შინ ,,მაინცთან'' ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. შედეგად, 71 ქულითა და ბურთების უკეთესი სხვაობით (71 ქულა მოაგროვა მეორეადგილოსანმა ,,დორტმუნდმაც'') გერმანიის ჩემპიონი ,,ბაიერნი'' გახდა.

ტუხელის გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა 89-ე წუთზე შეძლო - საჩემპიონო გოლი ჯამალ მუსიალამ გაიტანა.

მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგა ზედიზედ მეთერთმეტედ, ისტორიაში კი 33-ედ მოიგო.

გერმანიის ჩემპიონატიდან ევროტურნირებზე ,,ბაიერნი'', ,,დორტმუნდი'', ,,ლაიფციგი'', ,,უნიონ ბერლინი'' (ჩემპიონთა ლიგა), ,,ფრაიბურგი'' (ევროპა ლიგა) და ,,ლევერკუზენი'' (კონფერენს ლიგა) იასპარეზებენ. მეორე ბუნდესლგიაში ,,შალკე'' და ,,ჰერტა'' დაქვეითდნენ, ,,შტუტგარტს'' კი დარჩენისთვის თამაში ,,ჰამბურგთან'' ან ,,ჰაიდენჰეიმთან'' მოუწევს.

სხვა სტატიები