ხაბულიანის და ლა ლიგის კლუბების წინააღმდეგ - კვარაცხელიას გუნდის საზაფხულო გეგმები
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
მთლიანობაში, შეკრების განმავლობაში ნეაპოლური კლუბის ამხანაგური მატჩების განრიგი ასეთია:
17 ივლისი: "პერუჯა" | სერია B 27 ივლისი: "ადანა დემირსპორი" | თურქეთის სუპერ ლიგა 31 ივლისი: "მალიორკა" | ლა ლიგა 3 აგვისტო: "ჟირონა" | ლა ლიგა 6 აგვისტო: "ესპანიოლი" | ლა ლიგაhttps://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/khvicha-kvaratskhelia-napolishi-chemi-shesadzleblobebis-tsarmosachenad-movedi/?fbclid=IwAR1tF6Z6WEQLBD6Dj3GJQGZne57kvQ-yxm6liDGg8VRGDMb40S1cgiS8fUk აქვე, მიმდინარე შეკრების დარჩენილი ნაწილის დეტალებსაც მოგახსენებთ: 15, 16 და 18 ივლისს, გუნდს ორჯერადი, ტრადიციული დილის და საღამოს ვარჯიშები ექნება, 17-ში დღის პირველი ნაწილის განმავლობაში "ნაპოლის" ფეხბურთელები დაისვენებენ და საღამოს ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, ხოლო პირველი შეკრება 19 ივლისს დასრულდება, როცა გუნდი საღამოს ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს და ნეაპოლში გაემგზავრება. ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "ნაპოლის" მაისურით 14 ივლისს შედგა, როცა "ლურჯები" ნახევრადსამოყვარულო კლუბ, "ვალ დი ნონს" დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით - 10:0 იმარჯვეს. 21 წლის ქართველმა ტალანტმა შეხვედრის პირველი ტაიმი ითამაშა და 2 გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.