Belive

საუკეთესო შეფასება გუნდში - Whoscored-მა კვარაცხელია გამოარჩია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში ,,ლაციომ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მატჩში გამარჯვების გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელმა 68 წუთი ითამაშა და Whoscored-ისგან 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

ხვიჩამ ,,ლაციოს'' კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (კარში 2-ჯერ), 2 დუელი მოიგო და 26-დან 20 სწორი გადაცემა გააკეთა (77%).

5 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 11 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ლივერპულთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები