Belive

რომელუ ლუკაკუ: "კვარასთან ისეთივე ურთიერთგაგება მაქვს, როგორიც ლაუტაროსთან"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, თანაგუნდელისა და შეტევის ხაზში პარტნიორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთს მოედანზე ძალიან კარგად უგებენ. ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, მას ისეთივე კარგი ურთიერთგაგება აქვს 23 წლის ქართველ შემტევთან, როგორც მილანის "ინტერში" ლაუტარო მარტინესთან.

"როცა იტალიაში ჩამოვედი, ანტონიო კონტემ პირდაპირ მითხრა, რომ მის სათამაშო სისტემასთან ადაპტირებისთვის, საჭირო ბურთის სწრაფად გაცემა გახლავთ. ჩემგან დიდხანს ბურთის შენარჩუნებას არ ითხოვს. ბურთი მალე უნდა მივიღო და გავცე, დანარჩენს კი ლაუტარო მიხედავს... ჩვენი თვისებები ერთმანეთთან იდეალურ თანხვედრაში მოდის, ერთად ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ბურთი გაგვეთამაშებინა. ასე რომ, თითქმის ყოველთვის ვიცოდი თუ სად იქნებოდა ლაუტარო მარტინესი, ან ალექსის სანჩესი, ახლა იგივე ხდება ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში. ეს არის ის, რასაც ანტონიო კონტე აკეთებს.

ანტონიო კონტეს მთავარი ღირებულება ვარჯიშის სწორად დაგეგმარება და გუნდის გაერთიანებაა, რასაც პეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი და სხვა დიდი მწვრთნელები აკეთებენ", - ამბობს რომელუ ლუკაკუ.

ხვიჩა კვარაცხელიამ და რომელუ ლუკაკუმ სეზონის სტარტზე შესანიშნავი დასაწყისით გუნდს სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოუტანეს, თავად კი 3-3 გოლის გატანა მოახერხეს. საქართვეოს ნაკრების ვარსკვლავი სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მის კარიერაში მეოთხედ მოხდა და ამ მიღწევით, პაულო დიბალასთან ერთად ისტორიაში საუკეთესოა.

სხვა სტატიები