Belive

კეისუკე ჰონდა: "იაპონიას აქვს პოტენციალი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაპონიის ნაკრების ლეგენდამ - კეისუკე ჰონდამ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იაპონიის ნაკრებს კარგი შემადგენლობა ჰყავს, რითაც მათ შეუძლიათ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლოს და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.

"იაპონიას ძალიან კარგი და დაბალანსებული გუნდი ჰყავს - მათ აქვთ პოტენციალი, რომ მოხვდნენ მინიმუმ ოთხ საუკეთესო გუნდში, შესაძლოა ჩემპიონობაზეც იფიქრონ.

მომავალში მინდა, რომ იაპონიის ნაკრების მწვრთნელი გავხდე, ამაზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიფიქრებ..." - კეისუკე ჰონდა

კეისუკე ჰონდა იაპონიის ეროვნულ ნაკრებში 2008-2018 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც 98 მატჩი ჩაატარა და 37 გოლის გატანა შეძლო, რითაც იაპონიის საფეხბურთო ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია.

39 წლის ყოფილი ფეხბურთელი წლების განმავლობაში: ვენლოში, ცსკა-ში, მილანში, პაჩუკაში, მელბურნში, ვიტესში, ბოტაფოგოში, ნეტფში ბაქოში, სუდუვაში და პაროში თამაშობდა. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები