Belive

ისტორიული მატჩი ტურპინისთვის - ფრანგი მსაჯი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართა, სადაც რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

მატჩის მთავარი მსაჯი, ფრანგი - კლემან ტურპინი იყო, რომელმაც თამაშში არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. ამას სოციალურ ქსელში უკომენტაროდ არ ჩაუვლია და იგი 'ცუდად მსაჯობაში' დაადანაშაულეს.

ცუდი მსაჯობისა რა გითხრათ, თუმცა 43 წლის მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილებები ნამდვილად მიიღო, მაგალითისთვის, მან მოედნიდან არ გააძევა ანტონიო რუდიგერი, რომელიც პირველ ტაიმში გაფრთხილებული იყო, თუმცა მეორე ტაიმში 'ბოლო იმედის ჯარიმა' აიღო.

ფრანგი მსაჯისთვის ეს მატჩი ისტორიული გამოდგა, რითაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენებში ჩაეწერა.

კერძოდ, მას შემდეგ რაც რეალისა და სიტის დაპირისპირების დროს მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი, იგი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი და ერთადერთი მსაჯი გახდა, რომელმაც 31-ჯერ დაუნიშნა კლუბებს პენალტი.

ტურპინმა ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე მატჩი იმსაჯა, საიდანაც 31 თამაშში თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ეს ნამდვილად უცნაური და თან შთამბეჭდავი სტატისტიკაა.

შეგახსენებთ, რომ კლემან ტურპინი ძალიან გამოცდილი ფრანგი მსაჯია, რომელსაც 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობაც ანდეს.

სხვა სტატიები