პეპ გვარდიოლა: "ბრძოლა გრძელდება, ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი"
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ნოტინგრემ ფორესტთან ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის არსენალთან სატიტულო კონკურენციის შესახებ საუბრობს.
"ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი, არსენალისგან გასხვავებით შეხვედრა მარაგში გვაქვს.
არსებობს მატჩები, რომლის შედეგსაც არ ვიმსახურებთ ხოლმე. საერთო ჯამში, 90 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ. მატჩის გაანალიზების დროს ვფიქრობთ, რომ კარგად ვითამაშეთ.
ყოველთვის მჯერა, რომ ბევრად უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსაჯები შედეგზე გავლენას ვერ მოახდენენ.
იმ გუნდის პირისპირ, რომელიც თავის დაცვაზეა აქცენტირებული, ბევრი მომენტის შექმნა შევძელით.
მხოლოდ შემდეგ მატჩზე და ნიუკასლთან თამაშზე ვფიქრობთ", - ამბობს პეპ გვარდიოლა.
ინგლისის პრემიერ ლიგას ლონდონის არსენალი ლიდერობს და მანჩესტერ სიტისთან 7-ქულიანი უპირატესობა აქვს, პეპ გვარდიოლას გუნდს კი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.