კარიერაში მეოთხედ | კვარა სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 23 წლის ქართველი შემტევი სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეოთხედ დასახელდა.
A fourth @SerieA Player of the Month to add to the collection.
— EA SPORTS FC (@EASPORTSFC) October 10, 2024
Congratulations to September’s winner, Khvicha Kvaratskhelia.#FC25 pic.twitter.com/1i7zZF3CS4
სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, სექტემბრის თვეში სერია A-ში სამ მატჩში ითამაშა, სადაც ორი გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, მთლიანად ამ სეზონში კი მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.
სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 16 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 2 ქულით უსწრებს.
ანტონიო კონტეს გუნდი მომავალ მატჩს 20 ოქტომბერს, ,,ემპოლისთან'' სტუმრად გამართავს.