Belive

რაფა ნადალი: "მთელი ჩემი სიყვარული, სითბო და მხარდაჭერა მის მეუღლეს, შვილებს და ოჯახს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულისა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების სუპერვარსკვლავი, დიოგუ ჟოტა ესპანეთში ავტოავარიას ემსხვერპლა, მასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც გარდაიცვალა.

ლივერპულმა დიოგუ ჟოტას გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა და პორტუგალიელი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ტრაგედიას ინგლისური, იტალიური და ესპანური ფეხბურთის ფლაგმანი კლუბებიც გამოეხმაურნენ.

ლეგენდარული ჩოგბურთელი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო - რაფა ნადალი ამ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხარო და მტკივნეული ამბავია. მთელი ჩემი სიყვარული, სითბო და მხარდაჭერა მის მეუღლეს, შვილებს, ოჯახს და მეგობრებს ასეთ რთულ დროს. განისვენეთ მშვიდად, ჟოტა და ანდრე..." - რაფა ნადალი
ნადალის კომენტარი ინსტაგრამზე

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა ლივერპულს 2020 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მერსისაიდულ გრანდთან ერთად, ჟოტა პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა.

რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს - ჟოტამ 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა UEFA-ს ერთა ლიგის ჩემპიონი.

სხვა სტატიები