კანი: ,,ნოიერის სიტყვები კაპიტნის სტატუსსა და ბაიერნის ღირებულებებს არ შეეფერება''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბაიერნის'' დირექტორი, ოლივერ კანი, მანუელ ნოიერის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც გუნდის მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის გაშვების გამო, ,,რეკორდმაისტერის'' ხელმძღვანელობა გააკრიტიკა:
,,ნოერის სიტყვები ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლების შესახებ, კაპიტნის სტატუსსა და ბაიერნის ღირებულებებს არ შეეფერება. გარდა ამისა, მან განცხადება არასწორ დროს გააკეთა, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გველის.
მასთან ამ ინტერვიუს აუცილებლად განვიხილავთ,'' - განაცხადა კანმა.
ტაპალოვიჩი ,,ბაიერნის'' მეკარეების მწვრთნელად 2011 წლიდან მუშაობდა. ნოიერის თქმით, გუნდის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება მისთვის მძიმე დარტყმა იყო.