ჯოვანი დი ლორენცო: თავს უფლება არ მისცეთ, კვარაცხელია გააკრიტიკოთ!
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ნაპოლიმ ბრაგა მიიღო და 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით იტალიელებმა მე-2 ადგილი დაიკავეს და რეალთან ერთად მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ ნაპოლის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ ქართველი ფეხბურთელი დაიცვა. მისი თქმით, კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს.
თავს უფლება არ მისცეთ, რომ კვარაცხელია გააკრიტიკოთ. თქვენ უნდა ხედავდეთ, რას აკეთებს ის ახლა და რა გააკეთა მან ჩვენთვის გასულ სეზონში. ხშირად, ადამიანები მხოლოდ მატჩის მიმოხილვით მსჯელობენ ფეხბურთელებზე, კვარა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. ხვიჩას უბრალოდ გოლები აკლია იმისთვის, რომ თავი თავისუფლად იგრძნოს, განსაკუთრებული ბიჭია და მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს - განაცხადა დი ლორენცომ
ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა, ქართველს 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში, 16 დეკემბერს, კალიარის წინააღმდეგ ითამაშებს.