Belive

ჯიმ კურტინი: "ჩვენ თამაში არ წაგვიგია, თამაში მოიგო მესიმ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 აგვისტოს, ლიგის თასის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა, სადაც "ინტერ მაიამიმ" 1:4 გაანადგურა "ფილადელფია" და კლუბის ისტორიაში პირველად, ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. 

ლეო მესიმ კი თავის ამერიკულ კარიერაში მეცხრე გოლი გაიტანა და ლიგის თასის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. 

მატჩის დასრულების შემდეგ, "ფილადელფიას" 44 წლის თავკაცმა - ჯიმ კურტინმა, პრესკონფერენციაზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. 

"ეს თამაში ჩვენ არ წაგვიგია ინტერ მაიამისთან, ეს თამაში მოგვიგო მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი - ლიონელ მესია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ღრმა მოსაზრებით, ლეო მესისთან ერთად ინტერ მაიამის ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

ის ყველაზე დიდებულია, ვისაც კი ოდესმე ამ სპორტის სახეობაში უმოღვაწია. ხალხი იძახის, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მოიგოს თამაშიო, თუმცა ვნახოთ, თქვენც შეხვდებით ინტერ მაიამის და ამაზე სეზონის ბოლოს ერთად, ერთ დიდ მაგიდასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ..."
- ჯიმ კურტინი

შეგახსენებთ, რომ ლიგის თასის ფინალური დაპირისპირება 20 აგვისტოს, თბილისის დროით 05:00 საათზე შედგება, სადაც ერთმანეთს "ინტერ მაიამი" და "ნეშვილი" დაუპირისპირდებიან, ლეო მესის კი კარიერაში 44-ე ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. 

სხვა სტატიები