Belive

არგენტინის პრეზიდენტმა გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე, რომელმაც მესის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ, სპორტის მინისტრის მოადგილე, ხულიო გარო, რომელმაც ლეო მესის ფრანგი ფეხბურთელების მიმართ გამოთქმული რასისტული შეძახილების გამო, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა:

,,მთავრობის არცერთ წევრს არ შეუძლია უკარნახოს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს, მსოფლიოს ჩემპიონებსა და კოპა ამერიკის ორგზის გამარჯვებულებს ან ნებისმიერ მოქალაქეს, რა უნდა თქვან ან იფიქრონ... სწორედ ამ მიზეზით, ხულიო გარო დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.'' - წერია პრეზიდენტის განცხადებაში

სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გუშინ განცხადება თავადაც გაავრცელა და კატეგორიულად უარყო, რომ მესის ბოდიშის მოხდა სთხოვა.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა შეურაცხმყოფელი სიმღერა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ავტობუსში შეასრულეს. ენცო ფერნანდესის ინსტაგრამ-ლაივში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების შესახებ არგენტინელთა რასისტული შეძახილები ისმოდა: ,,ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლოდან არიან ჩამოსულები.''

აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში საჩივარი შეიტანა, ორგანიზაციამ კი ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სხვა სტატიები