Belive

ვიტესს პროფესიონალური საფეხბურთო ლიცენზია ჩამოართვეს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა, არნემული კლუბის "ვიტესის" თაობაზე იმსჯელა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

სალიცენზიო კომიტეტმა ვიტესს პროფესიული საფეხბურთო ლიცენზია ჩამოართვა - ამის მიზეზი ის არის, რომ კლუბმა ვერ შეძლო მომავალი სეზონისთვის დაბალანსებული ბიუჯეტის უზრუნველყოფა, არ ჰყავს ბანკირი და აუდიტორი.

არნემულ კლუბს ამ სიტუაციაში პროფესიონალური ფეხბურთის თამაშის უფლება აღარ აქვს და ახლა მხოლოდ 2 მოქმედების უფლება აქვთ - ან შეძლონ და ფინანსურად კვლავ მყარად მოძლიერდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ითამაშებენ და სამოყვარულო ფეხბურთის თამაში მოუწევთ.

თავად არნემულმა კლუბის მესვეურებმა კი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. სარჩელი, არაუმეტეს 2 კვირაში გადაიგზავნება.

"ბოლო რამდენიმე დღის განვითარებით, კლუბის მესვეურებთან შეთანხმების გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროცესს თავდაჯერებულად მივუდგებით და ბრძოლას გავაგრძელებთ.

კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე არაფერს არ დავთმობთ, რა თქმა უნდა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა..." - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა - ჰენკ პარენმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო, გასულ სეზონში "ვიტესს" რამდენჯერმე დააკლეს ქულები, საბოლოოდ კი კლუბი ნიდერლანდების ჩემპიონატიდან გავარდა.

ამ კლუბში წლების განმავლობაში 3 ქართველს: გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიასა და ვაკო ყაზაიშვილს უთამაშიათ.

სხვა სტატიები