Belive

გულშემატკივარი კვარაცხელიას გაღიზიანებას ცდილობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. ტურინში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაპოლიმ" ჩემპიონის ტიტული პრაქტიკულად გაინაღდა.

"ნაპოლის" გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი წვლილი შეიტანა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და მოედანი მხოლოდ 86-ე წუთზე დატოვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი ფანი კვარაცხელიას გაღიზიანებას ცდილობს და მის გასაგონად, "მილანის" ვარსკვლავის - რაფაელ ლეაოს გვარს სკანდირებს. აღსანიშნავია, რომ იტალიური სპორტული ტაბლოიდების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შედარებაა.

@fiusgamer_official

♬ suono originale - FiusGamer

მიმდინარე სეზონში ორივე მათგანი ბრწყინვალედ ასპარეზობს. კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ლეაოს ანგარიშზე ასევე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, "ნაპოლისა" და "მილანის" 2-მატჩიანი დუელი შედგა, რომელიც ამ უკანასკნელი გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები