Belive

იური სიომინი: "მუნდიალის გაფართოება კარგია, რადგან კვარას ნახვის ბედნიერება გვექნება"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა რუსმა სპეციალისტმა, იური სიომინმა, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივში ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნიდა და ქართველი ვარსკვლავის განსაკუთრებული გულშემატკივარია, საინტერესო კომენტარი გააკეთა. როცა იური სიომინს ჰკითხეს თუ რას ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების რაოდენობის 64-მდე გაზრდის ვერსიაზე, მან თქვა, რომ ეს კარგია, რადგან მუნდიალზე ხვიჩა კვარაცხელიას ხილვის საშუალება გვექნება.

"დიახ, გუნდების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, საქართველოს ტურნირზე მოხვედრა შეუძლია. საქართველო რომ მოხვდეს, ჩვენ გვექნნება შანსი, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ავღფრთოვანდეთ. ამიტომ, ახალი ფორმატი კარგია და ნაკრებებს კარს გაუხსნის", - ამბობს იური სიომინი.

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოების ვერსიას 2026 წლის მუნდიალის შემდეგ განიხილავენ.

სხვა სტატიები