კვარას მიმართ, გულშემატკივრების მხრიდან, დადებითი შეფასებები არ წყდება
მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენმა, სუპერ თასის ფინალში, ბირმინგემის ასტონ ვილა დაამარცხა და აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპვა, ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით, დიდი აქტიურობაა. ქართველის მიმართ, პოზიტიური კომენტარები, ერთი მეორის მიყოლებით იწერება. ჩემპიონთა ლიგის მთავარ გვერდზე, პარიზელთა შვიდიანი, გულშემატკივართა მხრიდან, განხილვის მთავარ საგნად იქცა.
"კვარაცხელია - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი".
"კვარა, ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი პსჟ-ს ისტორიაში".
"ოქროს ბურთი 2026".
"კვარადონა ისევ საუკეთესოა".
"კვარაცხელიას პსჟ-ს თამაშზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე თავის დროზე, მბაპეს ჰქონდა".
"მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგენდა". - ვკითხულობთ კომენტარებში.
𝐍𝐀𝐌𝐄 𝟐 𝐁𝐄𝐓𝐓𝐄𝐑 𝐏𝐋𝐀𝐘𝐄𝐑𝐒 𝐈𝐍 𝐓𝐇𝐄 𝐖𝐎𝐑𝐋𝐃 𝐑𝐈𝐆𝐇𝐓 𝐍𝐎𝐖 😮💨 pic.twitter.com/zNjHKYoAy4
— 433 (@433) August 12, 2026
კვარაცხელიამ, მას შემდეგ, რაც მოედანს დაუბრუნდა, ძალიან მალე შეძლო, მსოფლიო კვლავ მის გარშემო აელაპარაკებინა. გუშინდელი გამარჯვებით, კვარამ, თავის პარიზულ კარიერაში, რიგით, მე-9 ტიტული მოიგო და თავი შთამბეჭდავი გოლითაც დაგვამახსოვრა. ქართველი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენს 2025 წელს შეუერთდა და ამ წუთისთვის, მისი ტიტულები ასე გამოიყურება: ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერ თასის ორგზის გამარჯვებული (2025;2026), ლიგა 1-ის ორგზის გამარჯვებული (2025;2026), საფრანგეთის თასის გამარჯვებული (2025), ფიფას საკონტინენტთაშორიოსო თასის გამარჯვებული (2025), საფრანგეთის სუპერ თასის გამარჯვებული (2025).
სულ ცოტა ხანში, პსჟ, საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში, ლანსს დაუპირისპირდება, სადაც ქართველი ფეხბურთელი შეეცდება, საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი ტიტული დაუმატოს. შეხვედრა კვირას, 16 აგვისტოს გაიმართება.