Belive

ერთა ლიგის პლეი-აუტში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ფარერის კუნძულების დამარცხება მოუწევს, რომელმაც C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა.

მატჩები 2027 წლის 25-27 და 28-30 (დასაზუსტებელია) მარტსაა ჩანიშნული, პირველ შეხვედრას კი სტუმრად გავმართავთ.

ფარერის კუნძულების გარდა, ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები კვიპროსი, ბელარუსი და ესტონეთი იყვნენ.

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა ჯგუფში მე-4 პოზიციით დაასრულა.

  • ფარერის კუნძულებს ჯგუფში არცერთი მატჩი არ წაუგია - 5 ფრედ ითამაშა, 1 კი მოიგო. შედეგად, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, მოლდოვასა და ყაზახეთს აჯობა და მხოლოდ სლოვაკეთს ჩამორჩა.

სხვა სტატიები