Belive

იტალიური პრესა: "კვარაცხელიამ ფლორენტინო პერესზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიური გაზეთი "Il Mattino" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

"Il Mattino"-ს ერთ-ერთი ჟურნალისტის ინფორმაციით, მატჩის შემდგომ მადრიდის "რეალისა" და "ნაპოლის" პრეზიდენტებს შორის - ფლორენტინო პერესსა და აურელიო დე ლაურენტისს შორის მცირეხნიანი საუბარი შედგა.

პრეზიდენტებმა კლუბების სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულად გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრეს, სადაც პერესმა ნეაპოლური კლუბის მესვეურს განუცხადა, რომ მას ხვიჩა კვარაცხელიას მატჩი ძალიან მოეწონა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

როგორც ცნობილი ხდება, პრეზიდენტებმა ასევე ბრაჰიმ დიასის შესახებ ისაუბრეს. მოგეხსენებათ, რომ აურელიო დე ლაურენტისი ნეაპოლურ კლუბში ბრაჰიმ დიაზის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. ბოლო ტურში ,,პარტენოპეი'' უშუალო კონკურენტს, ,,ბრაგას'' უმასპინძლებს და თუ 2-ბურთიანი (ან მეტი) სხვაობით არ წააგებს, პლეი-ოფის საგზურს გაიფორმებს.

სხვა სტატიები