Belive

ოფიციალურად | ბარსელონამ ხავი კლუბიდან გაათავისუფლა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სულ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან ხავი ერნანდესი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება და იგი კლუბიდან გათავისუფლებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად კატალონიური კლუბი ავრცელებს.

"ბარსელონას" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

"დღეს დილით, ბარსელონას პრეზიდენტი - ჟოან ლაპორტა, კლუბის მთავარ მწვრთნელს - ხავი ერნანდესს შეხვდა და აცნობა, რომ იგი კლუბიდან გათავისუფლებულია, შესაბამისად 2024/2025 წლების სეზონში კლუბს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

შეხვედრა "Ciutat Esportiva"-ში გაიმართა, რომელსაც ლაპორტა, ხავი, კლუბის სპორტული ვიცე-პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ესწრებოდნენ.

"ბარსელონა" მადლობას უხდის ჩავის მწვრთნელად მუშაობისთვის და მას მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს..."
- ვკითხულობთ ბარსელონას განცხადებაში

ხავი ერნანდესი ოფიციალურად ბოლო მატჩს "სევილიას" წინააღმდეგ, ლა ლიგის ბოლო ტურში, 26 მაისს, 23:00 საათზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ხავი ერნანდესი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის 6 ოქტომბრიდან იკავებს. მან ჯამში 141 მატჩი ჩაატარა, სადაც 89-ჯერ გაიმარჯვა, 23 ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 29-ჯერ დამარცხდა.

მან კატალონიურ გრანდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები