Belive

იტალიური მედია: ტრანსფერი დახურულია - კვარაცხელია ნაპოლიში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" პარტნიორ რადიოზე დაყრდნობით, იტალიური მედია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემა, Corriere dello Sport​-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიტანურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. წყაროს ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატიაშკრისტიანო ჯიუნტოლიმ ყველა დეტალი მოაგვარა და 21 წლის ქართველთან ერთად, ურუგვაელი მარცხნა მცველი, მატიაშ ოლივეირა ფაქტობრივად გაიფორმა, ახლა კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის კიდევ 5 პოზიციის გაძლიერებას გეგმავს​​. ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მის აქტივში უკვე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა, ვლადიმერ დვალიშვილმა განაცხადა, ფეხბურთელის კონტრაქტი "დინამო ბათუმში" 2022 წლამდე მოქმედებს.  

სხვა სტატიები