დემბელე: ,,კვარა, ბარკოლა და დუე მეხმარებიან, მე კი ისღა დამრჩენია, ბურთი ბადეში მოვაქციო''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევს, უსმან დემბელეს, ,,ბრესტთან'' მოგებული მატჩის შემდეგ მის შესანიშნავ ფორმაზე ჰკითხეს:
,,მარტივი შეხვედრა არ ყოფილა. ბრესტი არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით და საქმე გავაკეთეთ. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა და ამიტომ კონცენტრირება უნდა შევინარჩუნოთ.
ვფიქრობ, ჩემი თანაგუნდელები კარგად თამაშობენ და გოლების გატანაში მეხმარებიან. ბარკოლა, დუე და კვარა ჩემს დასახმარებლად საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ, მე კი ისღა დამრჩენია, ბურთი ბადეში მოვაქციო.'' - უსმან დემბელე
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრესტი'' 3:0 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 20 თებერვალს, პარიზში გაიმართება, მანამდე კი ლუის ენრიკეს გუნდი ,,ტულუზას'' ესტუმრება.