Belive

კონტე: "ქალიშვილთან ბანქოს თამაშისასაც მხოლოდ მოგება მინდა"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" წლის ბოლო მატჩში "ვენეციას" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც "ლაციოსთან" მიღებული ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და კონტეს შეექმნა დილემა, დაეყენებინა კვარა თუ დავიდ ნერეში, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. საბოლოოდ, ნაპოლის მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება ორივე ფეხბურთელს სასტარტო თერთმეტეულში დაეწყო და შემადგენლობიდან პოლიტანო ამოაგდო. შეხვედრის შემდეგ კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვენეცია კარგი გუნდია, რომელმაც გაგვაოცა თავისი არჩევანით პირველივე წუთიდან, მერეტიმაც კარგად ითამაშა. უკეთესები უნდა ვიყოთ გადამწყვეტ მომენტშიც, რათა სათადარიგოთა სკამზე ვინმეს გულის შეტევა არ დაემართოს.

ჩემს ქალიშვილთან ბანქოს თამაშის დროსაც მხოლოდ მოგება მინდა. არასდროს მოვაწერ ხელს მინიმალურ მიზნებს. ჩვენი პროექტი ახალია და კლუბის მიზნები ცნობილია. პირადად მე ყოველთვის მაქსიმუმისკენ ვისწრაფი და 41 ქულა ახლა სრულად დამაკმაყოფილებელია.

მე ძალიან ბედნიერი ვარ რასპადორის გამო, ის ამას იმსახურებდა გამარჯვების გოლს იმ ენერგიისა და სერიოზულობის გათვალისწინებით, რომელიც მას მოაქვს ყველა ვარჯიშზე. - განაცხადა ანტონიო კონტემ

სეოზონის საშემოდგომო ნაწილი ნაპოლიმ მეორე ადგილზე დაასრულა, "ატალანტასაც" 41 ქულა აქვს, თუმცა ბერგამოელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო იკავებენ პირველ ადგილს.

სხვა სტატიები