Belive

კვარაცხელია 37-ეა - ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Obs-ის ვერსიით

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.

Top ათეულს ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი ლიდერობს, რომელიც 280.4 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სამეულში, ასევე, ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, 255.3 მილიონი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, 240.8 მილიონი) მოხვდნენ.

Top ათეულში ყველაზე მეტი - 3-3 წარმომადგენელი ,,მანჩესტერ სიტისა'' და ,,რეალს'' ჰყავთ.

CIES Football Observatory 98.3 მილიონ ევროდ აფასებს ,,ნაპოლის'' ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Observatory-ს ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი - 280.4 მილიონი ევრო

  2. ერლინგ ჰოლანდი - 255.3 მილიონი ევრო

  3. ვინისიუს ჟუნიორი - 240.8 მილიონი ევრო

  4. როდრიგო - 220.7 მილიონი ევრო

  5. ფილ ფოდენი - 203.8 მილიონი ევრო

  6. ბუკაიო საკა - 195.2 მილიონი ევრო

  7. ხულიან ალვარესი - 168.4 მილიონი ევრო

  8. ლამინე იამალი - 140.8 მილიონი ევრო

  9. მარტინ ოდეგორი - 135.6 მილიონი ევრო

  10. ფლორიან ვირცი - 133.8 მილიონი ევრო

    1. კოდი გაკპო - 99 მილიონი ევრო

    2. ხვიჩა კვარაცხელია - 98.3 მილიონი ევრო

    3. ალექსის მაკ ალისტერი - 98.1 მილიონი ევრო

    4. ჯერემი ფრიმპონგი - 97.8 მილიონი ევრო

    5. გავი - 97.5 მილიონი ევრო

სხვა სტატიები