Belive

იტალიური მედია: კვარას და ოსიმენს ნაპოლი 200 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლიში" მისი მეწყვილის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ საუბრობს და მათ პოტენციურ ტრანსფერებს განიხილავს.

როგორც La Republica-ი წერს, ამ დუეტის დაშლის და მისი შემადგენელი ფეხბურთელების დამატებისთვის პოტენციურ მსურველებს სულ მცირე 200 მილიონის გადახდა მოუწევს.

"კვარაცხელია და ოსიმენი ნეაპოლიტანური გუნდის სიამაყეა, სპალეტის წყალობით, რომელმაც შეძლო მათი მაქსიმალურად გამოყენება.

ორმა ჯოკერმა, რომელსაც მომავლის დიდი პერსპექტივა გააჩნია, სხვადასხვა ტოპ კლუბის ყურადღება მიიქცია.

პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა კარგად იცის მათი ღირებულება და არ დაუშვებს, რომ ისინი სარფიანი გარიგების გარეშე წავიდნენ.

კვარაცხელია, რომელიც გუნდში 10 მილიონ ევროდ მოვიდა და ახლა მისი ფასი რვაჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ოსიმენს მისი ღირებულება 120 მილიონი ევროა. მათი ღირებულება ჯამში 120+80 მილიონი ევროა, შესაბამისად, ეს ორი ფეხბურთელი გუნდს 200 მილიონზე ნაკლებად არ დატოვებს", - წერს La Republica.

21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” შემადგენლობაში 10 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ნიგერიელი ფორვარდის აქტივში ამ სეზონში 21 შეხვედრაში 17 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

სხვა სტატიები