Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო გუნდში მოხვდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Whoscored-მა სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 7.97 შეფასებით მოხვდა, ეს ჩამონათვალში მე-3 ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ნეაპოლური გუნდიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია თვის საუკეთესოებში.

კვარამ მიმდინარე სეზონის სამივე შეხვედრაში ითამაშა, "ბოლონიასთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, აღნიშნულ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) ჯილდოც დაიმსახურა. "ვერონასთან" და "პარმასთან" კი ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა.

სრულად გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი ("ტორინო") - 7.71

მცველები: ლაუტარო ჯანეტი ("უდინეზე") - 7.72, სტრაჰინია პავლოვიჩი ("მილანი") - 7.62, საულ კოკო ("ტორინო") - 7.46

ნახევარმცველები: ანდრეა კამბიასო ("იუვენტუსი") - 7.33, ქენან ილდიზი ("იუვენტუსი") - 7.98, ჰაკან ჩალჰანოღლუ ("ინტერი") - 7.42, ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") - 7.97, სამუელ მბანგულა ("იუვენტუსი") - 7.95

თავდამსხმელები: მარკუს ტურამი ("ინტერი") - 8.27, დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი") - 7.75.

სხვა სტატიები