იტალიის ნაკრების ვეტერანი: "კვარა ფენომენ რონალდოს მაგონებს - მისი გოლი ულამაზესი იყო"
მილანის "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯუზეპე ბერგომიმ საქართველოს ეროვნული გუნდის და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტასთან" გატანილი გოლი ულამაზესი იყო, ერთ-ერთი ულამაზესი, რომელიც ბოლო წლებში მინახავს. მისი შეჩერება რომ მეცადა მეც მიწაზე დავვარდებოდი. კვარას შეუძლია მოგპაროს დრო და ფინტებით თავბრუ დაგახვიოს. ის ძალიან კარგი იყო.
რაც შეეხება მცველების მოქმედებას, მე ჩემი ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელის ნათქვამს გავიხსენებ, რომ მცველმა შემტევს მაისურზე დატანილი ნომერი არ უნდა აჩვენოს, ეს იმას ნიშნავს რომ ზურგით არ უნდა შემობრუნდეს.
თუ კვარაცხელიას და კაკას ადარებენ ერთმანეთს, მე ვიტყვი, რომ ის ფენომენი რონალდოს მსგავსი უნარ-ჩვევების მქონე ფეხბურთელია.
ამავე დროს, მე "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელების გამორჩევაც მსურს. ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ლუჩიანო სპალეტის გუნდს ნამდვილი ლომია", - თქვა მილანის “ინტერის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც მილანურ გუნდთან ერთად რამდენიმე ტიტულის, მათ შორის ერთხელ სერია A-ს და სამჯერ უეფას თასის, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
22 წლის ქართველ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.