ხვიჩა ნაადრევად შეიცვალა | პარი სენ-ჟერმენმა ისევ მოიგო
ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ლანსი მიიღო და 2:0 დაამარცხა.
მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიმ, თუმცა ის ტრავმის გამო, 30-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა წვივში ძლიერი დარტყმა ედსონ ედუარდისგან მესამე წუთზე მიიღო, ამის შემდეგ კვარა თამაშს ტკივილით აგრძელებდა, ამ უხეშობისთვის ედუარდმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
პსჟ-ს ტრავმირებული ჰყავს დემბელეცა და დეზირე დუეც, ამიტომ ლანსს ბარკოლა უტევდა. ახალგაზრდა ფრანგს ბრწყინვალე შეხვედრა გამოუვიდა - მან დუბლი შეასრულა და ორივე გოლი საჯარიმოს გარედან, ულამაზესი დარტყმებით გაიტანა.
პსჟ-ს 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ჩემპიონატს 12 ქულით ლიდერობს. პარიზული გრანდი ლიგა 1-ის შემდეგ ტურს სტუმრად, მარსელის წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ატალანტას მიიღებს.
Victoire à la maison 🏡
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) September 14, 2025
⚽️ x2 Barcola#PSGRCL 2-0 I @Ligue1 pic.twitter.com/waqzCnQYGa