"იტალიის ჩემპიონთან თამაში იოლი არაა" - დეკომ წილისყრა შეაფასა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალში საინტერესო დაპირისპირება გველის, სადაც ფავორიტის სტატუსით "ბარსელონა" სარგებლობს.
წილისყრის შემდეგ, კატალონიური გრანდის სპორტულმა დირექტორმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ნაპოლი" იტალიის მოქმედი ჩემპიონია, ამიტომ მათთან იოლი გასეირნება არავის ელის.
"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია, ამიტომ იოლი მატჩი არ გვექნება. ვერ ვიტყვი კარგი წილისყრა იყო, თუ ცუდი - ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან. "ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. - დეკო.