რატომ არ ითამაშებს კვარაცხელია მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ?
L'Équipe-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია - არც მის ყოფილ კლუბს - ქართველი ფეხბურთელი 'ლიგის ფაზის' ეტაპზე "პსჟ"-ს ვერ დაეხმარება. ქართველი ბოლოს მოედანზე "ნაპოლის" შემადგენლობაში, 29 დეკემბერს, "ვენეციასთან" გამოჩნდა, "მანჩესტერ სიტისთან" 23 იანვარს დაგეგმილი შეხვედრისთვის კი ტრიბუნაზე მოუწევს ყოფნა.
ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბებს შეუძლიათ მხოლოდ იმ მოთამაშეების გამოყვანა, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ უეფაში საწყისი ფაზის 3 სექტემბრამდე. ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია მანჩესტერ სიტისთან და "შტუტგარტთან" შეხვედრებს გამოტოვებს და უნდა იმედოვნოს, რომ ფრანგული კლუბი საუკეთესო 24 გუნდში მოხვდება.
თუ კლუბი "ნოკაუტ ეტაპს" მიღწევს, საშუალება ექნებათ „დაარეგისტრირონ მაქსიმუმ სამი ახალი მოთამაშე“ - 2025 წლის 6 თებერვლამდე.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ 70 მილიონ ევროდ იყიდა და ქართველს ლიგა 1-ში თამაშის შეზღუდვა არ აქვს, ამიტომ მის დებიუტს სწორედ საფრანგეთის ჩემპიონატში უნდა ველოდოთ.